ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 4 თვის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 4 თვის ბავშვი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩვილის გარდაცვალების მიზეზი მენინგოკოქცემია გახდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 4 თვის ბავშვი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანიარისიდან გადაიყვანეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ მას სამედიცინო ცენტრში ყველა საჭირო დახმარება დროულად აღმოუჩინეს, ჩვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

http://pia.ge/show_news.php?id=58784&lang=geo

banner
წინა სტატიაშიშსს-ს თანამშრომლებმა ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო სახლის ბავშვებს სურვილები აუსრულეს
შემდეგი სტატიადღეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება