ბათუმის ბულვარში “მწვანე კაფის” დაწვა სცადეს

ბათუმის ბულვარში მდებარე “მწვანე კაფეში” ხანძრის გაჩენა სცადა ახალგაზრდა მამაკაცმა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

კაფის მეპატრონის განცხადებით, “უცნობმა პირმა შენობაში რაღაც სითხე შეასხა, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოეკიდა”.

„ცეცხლის ჩაქრობა იქვე მყოფმა პირებმა შეძლეს, მათ პოლიცია გამოიძახეს. ვინ იყო, არ ვიცი და არც ის ვიცი, რა უნდოდა. კამერებმა დააფიქსირეს, რომ ახალგაზრდა ბიჭმა გაურკვეველი სითხე მოასხა კაფის ირგვლივ, რის შემდეგაც კაფეს ცეცხლი გაუჩნდა. საბედნიეროდ, კაფე არ დამწვარა”, – განაცხადა კაფის მეპატრონე.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: ვერა სავჩენკო კონსულმა წაიყვანა და როსტოვში მიყავთ
შემდეგი სტატიასაყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა