ბათუმის არეულობაში მონაწილეთა სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

1 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეთა სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. დღეისთვის ოთხი პროცესია ჩანიშნული, რომლებიც გუშინ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გადაიდო.

გუშინ გამართულ სასამართლო პროცესებზე 7 პირს 250 ლარიანი ჯარიმები შეეფარდათ, ისინი ბრალს აღიარებენ, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ დაასახელა აქციის ორგანიზატორი.

სასამართლო პროცესების პარალელურად სამართალდამცავ უწყებებში დაკითხვები გრძელდება.

banner
წინა სტატიაში“ვიქცევით ისე, როგორც შეეფერება ევროსაბჭოს ღირსეულ წევრებს და ვასრულებთ გადაწყვეტილებას”-ჩუგოშვილი “რ 2”-ზე
შემდეგი სტატიასასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა