ბათუმის აეროპორტში გერმანიის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „ბათუმის აეროპორტის“ თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, გერმანიის ინტერპოლის მიერ 2006 წლიდან ძებნილი, 1953 წელს დაბადებული ისრაელის მოქალაქე ე.ნ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ედება გერმანიის ნარკოტიკების შესახებ კანონის 1-ლი, მე-3 და 29-ე მუხლების დარღვევაში, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ამჟამად, ე.ნ.-ს მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

banner
წინა სტატიაში“პრესკონფერენცია არ იქნება”- ეკა ხოფერია “იმედიდან” მიდის?
შემდეგი სტატიამცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა