სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა სირიის მხრიდან ტერორიზმთან ბრძოლის როლზე ისაუბრა და თავისი მთავრობის პრინციპულობას გაუსვა ხაზი – Postimees- ი იტყობინება.
ევროდეპუტატების დამასკში ვიზიტისას, სირიის ლიდერმა განაცხადა, რომ სირია ევროპის ზურგია, მაგრამ არასდროს გახდება ამერიკის ზურგი. ქვეყანაში არსებული დიქტატურის შესახებ დასმული შეკითვის პასუხად, ასადმა აღნიშნა: “როგორ ავხსნათ მაშინ ის, რომ სირიელები აგერ უკვე ხუთი წელი და სამი თვეა იბრძვიან? ერთი ადამიანის გამო ეს შეუძლებელი იქნებოდა. მე სუპერმენი არ ვარ. ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით” – თქვა ასადმა.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ესპანეთის, ლატვიის, ესტონეთის დეპუტატები. მათი თქმით, სირიასთან დაკავშირებით აუცილებელია პოლიტიკური დისკუსიების აღდგენა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში სამოქალაო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს.