| ვიდეო| ბარსელონაში მანქანა ხალხმრავალ ადგილას შევარდა

ბარსელონაში, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა და ადამიანებს გადაუარა.ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს,სადაც ნათქვამია, რომ შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ორი გარდაიცვალა. თვითმხილველები ამბობენ, რომ შეჯახების დროს დიდი ხმა და ხალხის კივილი ისმოდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურები ხალხს მოუწოდებენ, ამ ტერიტორიას მოერიდონ. ხალხი თავს მაღაზიებსა და კაფეებს აფარებს. დახურულია ახლოსმდებარე მეტროები.
ინციდენტი ქალაქის ცენტრში, ტურისტებისთვის პოპულარულ რამბლას ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

 

https://youtu.be/IRBLRFjfnRY

banner
წინა სტატიაში“ოკრიბადან” “დაკარგულმა” ბიჭმა 23 ათასი დოლარი წააგო
შემდეგი სტატიაბარსელონას ცენტრში ფეხით მოსიარულეებზე ფურგონის დაჯახების შედეგად 4 ადამიანია დაღუპული