ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ახალი მთავარი ეჭვმიტანილი ჰყავს

ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ახალი მთავარი ეჭვმიტანილი ჰყავს. სამართალდამცველები წარმოშობით მაროკოელ, 22 წლის იუნეს აბუ-იაკუბს ეძებენ.

ახალი ვერსიის თანახმად, შესაძლოა, სწორედ ის მართავდა ფურგონს, რომელიც ბარსელონის ცენტრალურ ქუჩაზე ხალხს შეეჯახა. მანამდე მთავარი ეჭვმიტანილი, 17 წლის მუსა აუკაბირი ქალაქ კამბრილსში, სამართალდამცველების მიერ მოკლულ 5 ტერორისტს შორის აღმოჩნდა.

გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილები უფრო მასშტაბურ ტერაქტებს გეგმავდნენ, თუმცა წინა დღეს ქალაქ ალკანარში მომხდარმა აფეთქებამ მათ ბომბი გაუნადგურა, რის შემდეგაც, მთავარ იარაღად ავტომობილი გამოიყენეს.

ესპანური მედიის ცნობით, აბუ-იაკუბი ბარსელონის ჩრდილოეთით ქალაქ რიპოლში ცხოვრობდა. სამი ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა სწორედ ამ ქალაქში, ერთი კი ალკანარში აიყვანეს.

ტერაქტების სერიას ესპანეთში 14 ადამიანი ემსხვერპლა, საავადმყოფოში ამ დრომდე 60 დაშავებული რჩება, 15 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

banner
წინა სტატიაშიისნის ბაზრობის ჯიხურების მეპატრონეებსა და “ტრანსსერვისის” იურისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეჩერდა