ბარაქ ობამა რუსეთს მოუწოდებს, “ისლამურ სახელმწიფოს” ებრძოლოს და არა სირიის ოპოზიციას

obama

ობამა: ამერიკული საზოგადოება ჯერაც რასიზმით არის დაავადებულიბარაქ ობამა რუსეთს მოუწოდებს, “ისლამურ სახელმწიფოს” ებრძოლოს და არა სირიის ოპოზიციას. АР.-ის ინფორმციით, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება და დაკავდეს ჯიჰადისტებთან ომით და არა სირიის ოპოზიციის ძალებთან, რომლებიც ცდილობენ პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადაგდებას.მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ მათ უნდა დაარტყას, ვინც რუსეთის მოქალაქეებს კლავდა. ობამას განცხადებით, რუსეთს ოფიციალურად არ დაუდასტურებია თავისი მხარდაჭერა იმ გეგმისადმი, რომელიც ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ითვალისწინებს, მაგრამ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ გარდამავალ პროცესზე დათანხმდა.

“რუსეთის თავდაპირველი სამხედრო ოპერაციები არ უწყობდნენ ხელს ძალისხმევას “ისლამური სახელმწიფოს” შესაჩერებლად და გარკვეულწილად ის გააძლიერეს კიდეც”, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას ავრცელებს სააგენტო ТАСС-ი. გამოცემის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულიშტატების პრეზიდენტის განცხადებით, შტატები მზადაა ითანამშრომლოს რუსეთთან.

banner
წინა სტატიაშისაელჩო ბელგიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების დებულება და თავმჯდომარეობის კანდიდატები დაამტკიცეს პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე