ბარაკ ობამას 2015 წლის შემოსავალი – რაში ხარჯავს ფულს აშშ პრეზიდენტი?!

აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შემოსავალმა 2015 წელს  436 ათასი დოლარი შეადგინა. ეს ყველაზე დაბალი შემოსავალია მისი პრეზიდენტად ყოფნის განმავლობაში – ინფორმაციას  Associated Press-ი ამერიკის პრეზიდენტის საგადასახადო დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბარაკ ობამას ოფიციალური ანაზღაურება 395 ათასი დოლარია. 61 ათასი დოლარი კი ორი ბესტსელერის რეალიზაციიდან შეემატა.

რაც შეეხება გადასახადებს  –  ბარაკ და მიშელ ობამებმა 2015 წელს გადასახადის სახით 81,5 არასი დოლარი გადაიხადეს.  ქველმოქმედებისთვის ამერიკის პირველმა პირმა    64 ათასი დოლარი გამჰყო ,რაც  შემოსავლის თითქმის 15 % -ია. საქველმოქმედო თანხები  დაახლოებით 30-მა ორგანიზაციამ მიიღო . ყველაზე დიდი  9 ათასი დოლარს ოდენობის ტრანში   Fisher House Foundation-ს გადაერიცხა.

banner
წინა სტატიაშიმერსედეს ბენცის ფეშენ ვიკი თბილიში 5 მაისიდან დაიწყება
შემდეგი სტატიადუბაიში გარდაცვლილი გოგონას საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს