ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ვადა გაახანგრძლივა

news
: news მარტი 3, 2016 10:53

ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ვადა გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს მიღებული სანქციების ვადა გაახანგრძლივა და ძალაში კიდევ ერთი წლით დატოვა. თეთრი სახლის ცნობით, ამის მიზეზი უკრაინის მოვლენები გახდა.
ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებები შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას საფრთხეს უქმნის.

ყირიმის ანექსიის გამო, ორი წლის წინ მიღებული სანქციების ვადა 6 მარტს იწურებოდა. შავ სიაში უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ, მაღალი თანამდებობის მქონე რუსი პოლიტიკოსები შედიან.

 

news
: news მარტი 3, 2016 10:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics