ბარაკ ობამა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

ბარაკ ობამა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჩინეთში მიმდინარე ”დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში გაიმართა. როგორც თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu იტყობინება, ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ბარაკ ობამამ და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოკლე განცხადებები გააკეთეს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, არ უნდა იყოს განსხვავება “კარგ” და”ცუდ” ტერორისტებს შორის. ერდოღანის თქმით, აშშ-მა და ტურქეთმა ტერორზმის წინააღმდეგ ერთობლივი მიდგომა უნდა შეიმუშავონ. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს ბრძოლას ყველა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის “ისლამური სახელმწიფოსა” და სირიელ ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმების წინააღმდეგ.

ორ პრეზიდნეტს შორის საუბარი პენსილვანიაში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელის, ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხსაც შეეხო. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან გიულენს კავშირის შესახებ დამატებით მკიცებულებებს წარუდგნეს. ამასთან, ერდორანმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები აშშ-ში ჩავლენ ამერიკელ კოლეგებთან კონსულტაციების გასამართად.

თავის მხრივ, CNN-ის ცნობით, ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე გააგრძელებს თურქეთთან თანამშრომლობას ამბოხის მცდელობის გამოძიების საქმეში.

“იუსტიციის დეპარტამენტი და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი გააგრძელებს თურქეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველამ, ვინც ამ საქმიანობაში მონაწილეობდა, სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.

banner
წინა სტატიაშიწინანდალში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს “Radisson Blue წინანდლის” მშენებლობა განახლდება
შემდეგი სტატიაპარლამენტში გულანთებული ადამიანები გვჭირდება – გიორგი კვირიკაშვილი