აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, სირიაში ზავის მიღწევა ქვყანაში არსებული ქაოსის დასრულების პირველი ნაბიჯი იქნება, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუკი პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმი და მისი მთავარი მოკავშირე- რუსეთი, საკუთარ დანაპირებს შესარულებენ.
„ ეს იქნება ერთგვარი ტესტი , რომელიც დაგვანახებს, ნამდვილად არის თუ არა ყველა მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად“ – განაცხადა ბარაკ ობამამ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
შეგახსენებთ, რუსეთმა და აშშ-მ სირიაში სამშვიდობო ზავის პროექტი შეიმუშავეს. დოკუმენტი 27 თებერვალს შევა ძალაში. მოლაპარაკების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ ეხება “ისლამური სახელმწიფოსა” და “ალ-ნურსას ფრონტის” ტერორისტულ დაჯგუფებებს.