ბაქრაძე: ქვეყანაში ფუნდამენტური პრობლემაა, რომ მთავრობა გვყავს, რომელიც ხალხის პრობლემებს ვერ ხედავს და არ აღიარებს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობა და უმრავლესობა ჯიუტად ცდილობს, იმ რეალობას თვალი გაუსწორონ, თუ რამხელა გაჭირვებაში ცხოვრობს მოსახლეობა და როგორ აწუხებს მათ უმუშევრობა.

როგორც ბაქრაძემ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მას იმის თქმა უჭირს, უმრავლესობა პრეზიდენტის გამოსვლისგან რა ანალიზს და დეტალებს ელოდებოდა, რადგან რაც მეტი ანალიზი და დეტალი იქნება ნებისმიერ გამოსვლაში, მით უკეთესად გამოჩნდება, თუ რა სავალალო დღეში შეიყვანა ხელისუფლებამ ხალხი და ქვეყანა.

„ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. ქვეყანაში ფუნდამენტური პრობლემაა, რომ ქვეყანას მთავრობა ჰყავს, რომელიც ხალხის პრობლემებს ვერ ხედავს და არ აღიარებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითუ კი მოვუსმენთ ხალხს მივხდებით რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან უჭირს – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატია(VIDEO) სტოკჰოლმში სატვირთო მანქანა ხალხს დაეჯახა – დაღუპულია 3 ადამიანი