ბაქოში “სომეხ ტურისტს” გაუსწორდნენ (ვიდეო)

ბაქოში ახალგაზრდებმა სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ მოაწყვეს “სომეხი ტურისტის” ჩამოსვლის იმიტაცია. როგორც იტყობინება აზერბაიჯანული სააგენტო “1news.az”, იმიტაცია შემდგენაირად განხორციელდა: ახალგაზრდა კაცი მიდიოდა გამვლელებთან, თავს წარადგენდა როგორც თურქეთიდან ჩამოსული სომეხი ეროვნების ტურისტი და ეკითხებოდა მათ თუ როგორ შეეძლო ბულვარზე მოხვედრა. “ტურისტი” საუბრობდა სომხურ და რუსულ ენებზე და ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ განათლება თურქეთში მიიღო. მოქალაქეების დიდი ნაწილი ნორმალურად რეაგირებდა “სომხის” გამოჩენაზე ბაქოს ქუჩებში, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც “სომხის” მიმართ ძალის გამოყენება დააპირეს. ექსპერიმენტის შედეგები ასახულია ქვემდებარე ვიდეოში.

banner
წინა სტატიაში13/5 – საკრებულომ ოპოზიციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა
შემდეგი სტატიამიეცით შესაძლებლობა პარლამენტარებს, შემოვიდნენ საკრებულოს სხდომაზე – საკრებულოს ოპოზიცია გიორგი ალიბეგაშვილს მიმართავს