აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღში სომხური არმიის შტაბი განადგურებულა – შესაბამისი განცხადება დღეს დაიდო უწყების გვერდზე.
„ზუსტი წერტილოვანი დარტყმით, რომელიც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა განახორციელეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების შტაბ-პუნქტი განადგურდა, რომელიც აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. შედეგად სამხედროების დიდი რაოდენობაა განადგურებული, მათ შორის ოფიცრები გენერლის წოდებით და პოლკოვნიკი“ – ნათქვამია განცხადებაში.