ბაქომ მოსკოვს სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის გამო პროტესტი გამოუცხადა

ბაქომ მოსკოვს სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის გამო პროტესტი გამოუცხადა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა 200 მილიონი დოლარის კრედიტის იარაღის შესასყიდად გამოყოფის გამო – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
სამინისტროს განცხადებით, სომხეთისთვის იარაღის გადაცემა მთიან ყარაბახში კონფლიქტს ვერ დაარეგულირებს. ოფიციალურმა ბაქომ მოსკოვისგან გარანტია მოითხოვა, რომ აღნიშნული იარაღი ყარაბახში და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრებზე არ იქნება გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა ერევანს 200 მილინიონი დოლარი, რუსული იარაღის საყიდლად გამოუყო. კრედიტი 10 წლის ვადით არის გაცემული და მისი გადახდა 2018 წელს უნდა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშიშს სამინისტრო ლაგოდეხის რაიონში დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიალუკაშენკოს შვილი – საუკეთესო თავდამსხმელი ჰოკეიში