ბაქომ ყარაბაღში 170 სომეხი ჯარისკაცის განადგურების შესახებ განცხადება გააკეთა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, მთიან ყარაბაღში უკანასკნელი საათის მანძილზე ბრონეტექნიკის 12 ერთეულის და 170 სომეხი ჯარისკაცის განადგურების შესახებ გააკეთა განცხადება – ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრი ავრცელებს.
“უკანასკნელი საათების მანძილზე სომხების პროვოკაციებს საპასუხო ცეცხლით ვპასუხობთ… წერტილოვანი დარტყმების შედეგად აზერბაიჯანის სამხედრო ძალების შეტევის შედეგად სომხები პანიკურად იხევენ უკან, ისე, რომ პირდაპირ ბრძოლის მოედანზე ყრიან იარაღს” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთაინ ყარაბაღში შაბათს, 2 აპრილს განახლდა საომარი მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: გიორგი კვირიკაშვილი იქნება პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის ყრილობა 14 მაისს გაიმართება