ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ივნისში გაიხსნება

თურქეთში აცხადებენ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ივნისში გაიხსნება. ამის შესახებ სააგენტო “ტრენდი” თურქეთის ტრანსპორტის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება.

ახმეთ არსლანის ცნობით, ცერემონიაში მონაწილეობას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი მიიღებს. მინისტრი ამბობს, რომ სარკინიგზო დერეფანს ევროპასა და ჩინეთს შორის პირდაპირი სარკინიგზო გადაზიდვებისთვის გამოიყენებენ.

ამ დროისთვის სარკინიგზო პროექტის ქართულ მონაკვეთზე ძირითადი სამუშაო დასრულებულია. აქტიური მშენებლობა გრძელდება თურქულ მონაკვეთზე.

საქართველოში მშენებლობა აზერბაიჯანის დაფინანსებით ხორციელდება, რაზეც დაახლოებით 775 მილიონი დოლარი გამოიყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში იანუკოვიჩის დროინდელი მაღალჩინოსანი დააკავეს
შემდეგი სტატია,,დეკანოზს ესაჭიროება სამედიცინო ჩარევა, რომელიც საქართველოში ვერ მოხერხდება“ – ადვოკატი