ბანკირების მილიონიანი ხელფასები

gugavaლეიბორისტული პარტიის ორგანიზებით, დღეს, მორიგი აქცია გაიმართა “რესპუბლიკა ბანკის” სათაო ოფისთან.
პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, ” რესპუბლიკა ბანკი” წარმოადგენს პაპაშვილის საკუთრებას, რომელიც თავის დროზე იყო ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის დაცვის უფროსი და მისივე დამხობაში მონაწილეობის გამო საჩუქრად მიიღო აღნიშნული ბანკი და ხალხის ურცხვად ძარცვის უფლება.
“ბანკირები ხელფასის, ბონუსებისა და პრემიების სახით იღებენ 2-დან 5 მილიონს. ამ თანხებს ითვისებენ ხალხის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე, რაც არა მხოლოდ განუსაზღვრელი სიხარბეა, არამედ წარმოადგენს ასი-ათასობით ჩვენი მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს!”. – განაცხადა გიორგი გუგავამ.
ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოთხოვს მკაცრი რეგულაციები დააწესდეს ბანკების მეპატრონეებზე და აღკვეთონ მოსახლეობის გაუბედურება.
ხვალ, 13.00.სთ-ზე აქცია გაიმართება “ბანკი ქართუს” ცენტრალურ ოფისთან მაფიოზა ბანკირ ივანიშვილის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო ცენტრალური აფრიკის კონტიგენტის ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიმდინარე კვირის ბოლომდე ელოდება
შემდეგი სტატიათოფაძესთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია იმართება