ბანკ “რესპუბლიკის” დაყაჩაღების მცდელობა და სროლა ვაკეში

ბანკ რესპუბლიკის ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღების მცდელობა იყო ცოტა ხნის წინ ვაკეში. იყო სროლაც. თვითმხილველთა თქმით, რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე ბანკში 3 პირი შეიჭრა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის სამართალდამცველებმა ადგილზე აიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატია“მე ეს გადაწყვეტილება არ მომწონს” – თეა წულუკიანი ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევაზე