“ბალტიის ქვეყნებში ნატო-მ ძალები უნდა გაზარდოს”

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებში ნატო-მ ძალები უნდა გაზარდოს.

საინფორმაციო სააგენტო euronews.ge-ს ინფორმაციით, მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ლატვია შეშფოთებულია მის საზღვრებთან მიმდინარე მზარდი რუსული მანევრებითა და სამხედრო ძალის კონცენტრაციით.

“ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ დამატებითი შემაკავებელი ზომების საკითხი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, განუცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა “USA Today”-ის ვიზიტის დროს. რუსეთის შესაჩერებლად საჭიროა ადგილზე იყოს უფრო მეტი სამხედრო ძალა, ტექნიკა და საჰაერო თავდაცვის საშუალებები”- დასძენს მინისტრი.

რინკევიჩსის განცხადებით, ნატო-მ უნდა უპასუხოს უსაფრთხოების იმ გამოწვევას, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით დაიწყო 2014 წელს. მას შემდეგ კალინინგრადში მუდმივად ხდება შეიარაღების გაზრდა, იქ განთავსებულ რაკეტებს თავისუფლად შეუძლია ევროპის ნებისმიერ დედაქალაქს მისწვდეს, ამბობს მინისტრი.

რინკევიჩსის თქმით, რუსი გენერლები განიხილავენ ბირთვულ იარაღს არა როგორც თეორიულ, არამედ ტაქტიკურ საშუალებად, რათა ნატო-ს წევრ ქვეყნებს თავი შეაკავებინონ ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედებისგან. ამის საწინააღმდეგოდ, ერთადერთი საპირწონე იქნება ყველა იმ საშუალების ადგილზე მობილიზება რაც ნატო-ს სამხედრო არსენალშია, აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიცენტრალურ აფრიკაში მომხდარ ინციდენტს თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთელ ეხმაურება
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს