ბახტრიონზე დაჭრილი ახალგაზრდები რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან

ბახტრიონზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა. ექიმის განცხადებით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ.

შედარებით მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს. მას გვიან ღამით ჩაუტარდა ოპერაცია.

მეორე მამაკაცს, კი მხოლოდ ფეხში აქვს ნასროლი. ექიმების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაში7 გასროლა ბახტრიონზე და 2 დაჭრილი მამაკაცი
შემდეგი სტატიასარფის გამშვებ პუნქტთან ამ დრომდე რჩება საქართველოს ათეულობით მოქალაქე