“ბახტაძე კვირიკაშვილის წინააღდეგ” – ოპოზიცია ხელისუფლების შიგნით კიდევ ერთ დაპირისპირებაზე საუბრობს

„კრიტიკა შეიძლება მოვიაზროთ როგორც ბახტაძის თავდასხმა კვირიკაშვილზე, რომელიც მოიაზრება ბანკების დამცველად”- ასე აფასებს “ენმ”-ს ერთ ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ქვეყანაში სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის დაწყებას ეხება.
ფინანსთა მინისტრის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. თუმცა პარტიის ლიდერების აზრით, ხელისუფლება მიხვდა, რომ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს.
„ბოლო დროს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან წარმოთქმული ბევრი ინიციატივა თითქოს ეკონომიკის გაჯანსაღების ბიზნესისთვის ხელშეწყობის, პირველ რიგში მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლებამ როგორც იქნა დაიჯერა, რომ სერიოზული პრობლემებია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ გავზარდოთ ბიზნესის მოცულობა და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა იწყება. სიახლე ახალგაზრდა სტარტ-აპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ევროკავშირის საბჭოს 45 მილიონი ევროს გამოყოფისთვის მადლობას უხდის
შემდეგი სტატიამკვლელობა მუხიანში