ბახტაძე ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პარლამენტს შევთავაზებ, შემოვიღოთ ეკოომბუდსმენის თანამდებობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს მთავრობას საშუალებას მისცემ, საჯარო სექტორთან ერთად, უფრო აქტიურად დაიცვას და განავითაროს საქართველოს ბუნება.

„ეს საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაიქნება. სწორედ მწვანე ეკონომიკა იქნება 21-ე საუკუნის მთავარი ტრენდი და ჩვენ, როდესაც გვაქვს ასეთი დიდი პირობა, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ეკონომიკური პერსპექტივის მიუხედავადაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი მომავალი თაობის წინაშე, რომ შევუნახოთ მათ ის უნიკალური ბუნება, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან მემკვიდრეობით გვერგო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახალი სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ მიხედვით, მთავრობა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს.

სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს წარუდგინა, აღნიშნულია, რომ ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი გახდება სექტორებს შორის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების განხილვის პლატფორმა, ისარგებლებს მაღალი ნდობით როგორც სამთავრობო უწყებების, ისე ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მხრიდან. კერძოდ, იგი იქნება ერთგვარი გარანტი გარემოს დაცვის საკითხებზე მთავრობის, საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური თანამშრომლობისთვის.

ამასთანავე, პროგრამაში არნიშნულია, რომ გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

banner
წინა სტატიაში,,არსებულ ეკონომიკურ მოდელში იყო უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას”
შემდეგი სტატიაარსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერდაძლევას