ბაიდენი ტრამპს: “გაიზარდე, დონალდ, გაიზარდე, დროა უკვე”

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მასში შეშფოთებას იწვევს დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ის დაზვერვისა და სპეცსამსახურების აზრს მნიშვნელობას არ მიანიჭებს და რესპუბლიკელ პრეზიდენტს “გაზრდა” ურჩია.
“პიბიესთან” ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ტრამპის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მას რუსი ჰაკერების მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის არ სჯერა, “სრული სიგიჟეა”.
“პრეზიდენტისთვის, ყური არ დაუგდოს დაზვერვის მრავალ მონაცემებს, სამხედრო დაზვერვიდან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოთი დასრულებული, ნამდვილი სიგიჟეა” – თქვა ბაიდენმა.
“თვითონ ის აზრი, რომ შენ იმაზე მეტი იცი, ვიდრე დაზვერვამ… ეს იგივეა, რომ თქვა, რომ შენ ფიზიკა შენს მასწავლებელზე უკეთ იცი. “მე წიგნები არ წამიკითხავს, მაგრამ ჩემს პედაგოგზე უკეთესად ვიცი” – ბაიდენმა თქვა.
“გაიზარდე, დონალდ, გაიზარდე. უკვე დრო დადგა. შენ პრეზიდენტი ხარ. რარაცის კეთების დრო დადგა. გვაჩვენე რა შეგიძლია” -მიმართა ვიცე-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში,,ცივი ამინდები იყო…” – კალაძე გაზის მაღალი გადასახადის მიზეზს განმარტავს
შემდეგი სტატიაობამამ “ფეისბუქზე” წამების ტრანსლაციას “ამაზრზენი” უწოდა