ბაიდენი: თურქეთი სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებამდე დარჩება

თურქეთი მზად არის სირიაში იმდენ ხანს დარჩეს, რამდენიც საჭიროა “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებისთვის – ამის შესახებ დღეს, 25 აგვისტოს სტოკჰოლმში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა.
“ვფიქრობ, თურქეთის ცნობიერებაში გადატრიალება მოხდა, რომელიც იმ ფაქტის გაგებას უწყობს ხელს, რომ “ისლამური სახელმწიფო” ქვეყნისთვის ეგზისტენციური საფრთხეა” – პოლიტიკოსს სააგენტო Reuters-ი ციტირებს.
სტოკჰოლმის ვიზიტამდე ბაიდენი თურქეთში, ანკარაში ქვეყნის პრემიერს, ბილანი იილდირიმს შეხვდა. გუშინვე, თურქულმა არმიამ სირიის ქალაქი ჯარაბლუსი ექსტრემისტებისგან გაანთავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში არმიის საომარი მზაობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო
შემდეგი სტატიათბილისის მერიასთან მოშიმშილე აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს