ბაიდენი: აშშ რუსეთს აიძულებს ღია აგრესიის გამო პასუხი აგოს

აშშ რუსეთისადმი სანქციების გაგრძელების მომხრე იქნება იქამდე, სანამ ის მინსკის მოთხოვნებს არ შეასრულებს – ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ილაპარაკა – “ამერიკის ხმა” იტყობინება.
“მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით , ევროპაში, აშშ რუსეთს აიძულებს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ღია აგრესიის გამო პასუხი აგოს” – თქვა ვიცე-პრემიერმა.

მისი განცხადებით, რუსეთმა მისნკის ხელშეკრულება უნდა შეასრულოს და “აქ უკან დახევა არ იქნება”.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს ევროკავშირმა, მომდევნო ერთი წლით, რუსეთს, აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, სანქციები გაუგრძელა.

banner
წინა სტატიაშიყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა
შემდეგი სტატიამარსელში ფეხბურთის უკრაინელი და პოლონელი ფანები ერთმანეთს დაეტაკნენ