ბაია გადაბაძის ინფორმაციით, პრემიერმინისტრისა და გია გაჩეჩილაძის შეხვედრა შედგა

ამ წუთებში მაესტროში არხის პარტნიორები იკრიბებიან. კრებამ არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადაყენების საკითხი უნდა განიხილოს. მიუხედავად იმისა, რომ მიწვეული არ არის, შეკრებაზე მისვლას ბაია გადაბაძეც გეგმავს.

ბაია გადაბაძე წყაროს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ პრემიერისა და გია გაჩეჩილაძის შეხვედრა შედგა, თუმცა საუბრის დეტალები მისთვის უცნობია.

„სამუშაო კონტრაქტით ვიხელმძღვანელებ, რომელიც ამ ტელევიზიასთან მაქვს, მაინტერესებს რომელი პუნქტი მაქვს დარღვეული, კონტრაქტი საკმაოდ ხანგრძლივია, თუ კონტრაქტის პირობები, რომელიც მე მიწერია არ მაქვს დარღვეული, ჩემი გათავისუფლება სრულიად უკანონო იქნება და ამას მივიჩნევ, როგორც დევნას,“- განაცხადა ბაია გადაბაძემ.

banner
წინა სტატიაშიეუთოს ცნობით, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხშირად ირღვევა
შემდეგი სტატიათოფაძე ბოდიშის მოხდას არ აპირებს-დეპუტატმა ჟურნალისტები კაბინეტიდან გამოყარა (ვიდეო)