,,ბაგრამის,, ავიაბაზასთან 6 ნატოელი სამხედრო ააფეთქეს…

wilosn-shofnerსააგენტო DHA-ს ცნობით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან ახლოს NATO-ს ,,ბაგრამის,, ავიაბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტოციკლით მოძრავმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 6 ნატოელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა და ამდენივე დაიჭრა… დაჭრილია აგრეთვე 3 ავღანელი პოლიციელი.

NATO-ს ბრიგადის გენერალი ვილსონ შოფნერის განცხადებით დაღუპულია 6 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, NATO-ს სარდლობა სამძიმარს უცხადებს… თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერი ნათქვამი დაღუპული  ჯარისკაცების ეროვნულ კუთვნილებასა და დაჭრილთა მდგომარეობაზე.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა უუკვე აიღო ტერორისტულმა მოძრაობა ,,თალიბანმა,, რომლის სპიკერმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ,,ტვიტერზე,, ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა…

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიისრაელის შს მინისტრი სექსუალური სკანდალის ფონზე გადადგა
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს პირველი იანვრიდან შემოიღებს