ბაგრამიანის ბატალიონის სომეხი მებრძოლები აფხაზი ვეტერანის დასჯას ითხოვენ

აფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში მცხოვრები სომხები, რომელიც სეპარატისტების მხარდამხარ საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ, ასევე სეპარატისტი ომის ვეტერანი აფხაზის ჯემალ ბარციცის დასჯას ითხოვენ ,, სომხების შეუარაცხმყოფელი განცხადების გამო,,


საქმე იმაში გახლავთ, რომ რამდენიმე დღის უკან სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელდა ჯემალ ბარციცის განცხადების ტექსი, რომელიც მან გაგრაში ადრე გააკეთა და სადაც სომხებს, საქართველოს წინააღმდეგ საკუთარი ინიციატივით მებრძოლ, გამორჩენაზე ორიენტირებულ ძალად მოიხსენიებს აფხაზეთის კონფლიქტში.
,,სომხები არ იბრძოდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის. ისინი თავიანთი ინიციატივით ჩაებნენ ბრძოლებში და ხელის მოსათბობად იბრძოდნენ. ბევრი ღატაკი სომეხი ახლა მდიდარია აფხაზეთში და თავად აფხაზები მათ მომსახურე პესონალად ვიქეცით. მათ დიდი თანხა შეაქვთ სომხეთის ბიუჯეტში ისე, რომ მათი ქვეყანა საქართველოსთვის ანგარიშის გაწევის გამო არც აპირებს აფხაზეთის აღიარებას. თუ სომხეთი არ აღიარებს აფხაზეთს, აქაურ სომხებს წასვლა მოუწევთ,, აცხადებდა გავრცელებულ ტექსტში ჯემალ ბარციცი.
ბარციცის განცხადების გამო სოხუმში საგანგებოდ შეიკრიბნენ ბაგრამიანის ბატალიონის ყოფილი მეომრები, რომელთა შორის აფხაზეთის გმირის წოდების მქონე მებრძოლებიც იყვნენ. შეკრებილებმა საგანგებოდ მიმართეს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ ბარციცის განცხადებას, რომელიც მათი აზრით პროვოკაციული და შეურაცხმყოფელია აფხაზეთისათვის მებრძოლი სომხების მიმართ, საგანგებო რეაგირება მიეცეს და მისი ავტორი დაისაჯოს.

banner
წინა სტატიაშიალიევების ოჯახს საერთაშორისო ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსეთის მოქალაქეებზე რეგულაციები მკაცრდება