ბაღებში კალორაჟის ახალი ნორმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრა – კალაძე

თბილისის მერი ქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღებში კვების მენიუ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. კალაძემ ამ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ 2017 წელს საბავშვო ბაღების კვების რაციონი, ისევე როგორც კალორაჟის რაოდენობა, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით დამტკიცდა.
„გაეროს ბავშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაგა-ბაღებში მენიუს მიხედვით გათვალისწინებული კალორაჟი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. შესაბამისად, 2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს მთავრობამ მიიღო 487-ე დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა კალორაჟის ახალი ნორმა. აღნიშნული კალორაჟის მიხედვით მოხდა ახალი მენიუს დამტკიცება საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართულობით. არსებულ მენიუში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ, მათ შორის ხორცის, თევზის, ყველის და რძის პროდუქტების და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები. მათ შორის მარილის და შაქრის დღიური ნორმა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს”- როგორია პარტიების შედეგები?
შემდეგი სტატიალორა თორნტონი : კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი გზავნილია პარტიებისადმი, რომ მეტად ესაუბრონ მოქალაქეებს