,,ბაღების მართვის სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული ხარვეზებია”

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ბაღების მართვის სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული ხარვეზები გახდა.

როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააგენტოს თანამშრომელთა გათავისუფლება კავშირში არ არის ბაღების დირექტორების გათავისუფლებასთან.

„დირექტორები კონკრეტული დარღვევების საფუძველზე იქნენ გათავისუფლებული და ეს დაკავშირებულია მათ არამართლმზომიერ საქმიანობასთან საბავშვო ბაგა-ბაღებში. ხოლო რაც შეეხება სააგენტოს თანამშრომლებს, მათი გათავისუფლების საფუძველი გახდა ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც აუდიტის შემოწმების შედეგად იქნა აღმოჩენილი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე მანანა კობახიძეს – დამამშვიდებელს მიიღებთ თქვენ 8 ოქტომბერს
შემდეგი სტატია„არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის მიღწეული შეთანხმების პირობები პრემიერის მხრიდან შეიცვალა”