ბაღების გათავისუფლებულ დირექტორებთან დაკავშირებით, გუშინ პარლამენტში პოლიტიკური შოუ დადგეს

ბაღების დირექტორებთან დაკავშირებით, გუშინ პარლამენტში პოლიტიკური შოუ იდგმებოდა, რომლის მონაწილეც არ გვინდოდა ვყოფილიყავით, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც ცნობილია, გუშინ პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო, რომ თბილისის მერიის წარმომადგენლებისთვის უნდა მოესმინათ. თუმცა დედაქალაქის მერიამ ამაზე უარი განაცხადა.

ბაღების სააგენტოზე საუბრისას ნარმანიამ აღნიშნა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ თორდინავას გადადგომა არ იგეგმება.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაღების გათავისუფლებული დირექტორების აქციაზე იმყოფებოდნენ თუ არა სუს-ის წარმომადგენლები, ნარმანიამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.

“გადაწყვეტილებები, რაც ბაღების სააგენტომ მიიღო, ეფუძნებოდა აუდიტის დასკვნასაც. სააგენტომ იმოქმედა მერიის მიერ დაწესებული დამოუკიდებელი წესების საფუძველზე, ამდენად, გათავისუფლებები იყო აბსოლუტურად კანონიერი და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს.
პარლამენტის კომიტეტი შემმუშავებელი ორგანოა და თუ ბაღებთან მიმართებაში რაიმე არის შესაცვლელი პოლიტიკის კუთხით, ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე პარლამენტში. თუმცა, გუშინ პოლიტიკური შოუ იდგმებოდა, რომლის მონაწილეც არ გვინდოდა გავმხდარიყავით. ეს ეხება ბაღებს, ბავშვებს და ამ თემის პოლიტიზირება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ის პირადად არის დაინტერესებული ამ საკითხით, იღებს დეტალურ ინფორმაციას და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც საჭიროა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის განცხადება ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ
შემდეგი სტატიავერეს ხეობაში საცხოვრებელი და ბიზნესცენტრები არ აშენდება