ერაყის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტს 80 ადამიანი ემსხვერპლა და 100 დაიჭრა – დღეს Sky News Arabia აქვეყნებს. სხვა მონაცემებით 60 ადამიანი დაიღუპა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
წუხელ გვიან ღამით ორი აფეთქება მოხდა ბაღდადში ცენტრალურ ბაზართან და აშ-შაბაშის რაიონის ბაზართან.
ტერაქტი მუსლიმებისთვის რამადანის წმინდა თვეს მოხდა, როცა მორწმუნეები სადღესასწაულოდ ემზადებიან.