ბაღდადში გაბრაზებული ხალხი პრემიერ-მინისტრის კორტეჟს თავს დაესხა

ბაღდადში გაბრაზებული ხალხი პრემიერ-მინისტრის კორტეჟს თავს დაესხა

22ერაყის დედაქალაქში ხალხი თავს დაესხა პრემიერ-მინისტრის კორტეჟს და ქვები დაუშინა – ჰეიდარ ალ-აბადმა სასწრაფოდ დატოვა ტერაქტის ადგილი, რომლის მოსანახულებლად იყო მისული.
ქსელში ინციდენტის შესახებ ვიდეო-ჩანაწერი გამოჩნდა, სადაც ჩანს, რომ ხალხი არა მხოლოდ ნებისმიერ ხელში მოხვედრილ ნივთს ესვრის პრემიერს, არამედ, აგინებს – “ასოსეიტედ პრესი” წერს.
როგორც გამოცემა ავრცელებს, ხალხი ქვეყნის მეთაურს “ქურდს” ეძახდა.
შეგახსენებთ, რომ მინიმუმ 131 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა ბაღდადის ტერაქტებში. ბევრი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია – “ალ-ჯაზირა” ავრცელებს. სხვა მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვმა 165-ს გადააჭარბა.
ტელეარხის ცნობით, დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია. წუხელ, გვიან ერაყის დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

banner
წინა სტატიაშიიურისტთა საერთაშორისო სახლი გიორგი მარგველაშვილს და გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიაИл-76 -ის კატასტროფის ადგილი იპოვეს