ბაღდადი ვაშინგტონს ერაყელი სამხედროების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს

ბაღდადი ვაშინგტონს ერაყელი სამხედროების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს. ერაყის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კოალიციის იერიშს ელ–ფალუჯაში ერთი ერაყელი ჯარისკაცი ემსხვერპლა და 9 დაშავდა.

საუბარია საჰაერო ოპერაციაზე, რომელიც შეერთებული შტატების მეთაურობით კოალიციამ ისლამური სახელმწოფოს წინააღმდეგ ჩაატარა. იერიშების შედეგად აისისის ათობით მებრძოლი დაიღუპა.

ბაღდადში აცხადებენ, რომ ორი წერტილოვანი დარტყმის შემდეგ ერაყის არმია შეტევაზე გადავიდა და ამ დროს კოალიციამ მესამე იერიში მიიტანა, რასაც ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები ბაღდადს ამ ინცინდენტის დეტალურ გამოძიებას დაჰპირდნენ.

banner
წინა სტატიაშიდალია გრიბაუსკაიტე იმედოვნებს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 2016 წლის პირველ ნახევარში დაწესდება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მუშაობის უფლებას ევროკავშირის ქვეყნებში