ბადრი ნათობაძე აცხადებს, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში არ ჩანს და არც იარაღი ქონია

მკვლელობავაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ბადრი ნათობაძე აცხადებს, რომ ცეცხლაასროლი იარაღი არ ქონია და არც გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერშია მისი ამსახველი კადრები.

სასამართლო სხდომაზე, სადაც სოსო ჯოხაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ, ბრალდებული საქმის პროკურორს რამდენჯერმე შეეკამათა. ბადრი ნათობაძის გაღიზიანება პროკურორის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ გამოიწვია, რომელიც ეხებოდა ნათობაძისგან ამოღებულ იარაღს დ ვიდეო კადრებს, სადაც, გამოძიების ინფორმაციით, ბადრი ნათობაძეა აღბეჭდილი.

ბადრი ნათობაძემ განაცხადა, რომ უდანაშაულოა. მისივე თქმით, დაკავება მოხდა “მზიურის” პარკში და, მისი განცხადებით, ერთი საათი ისე ყავდათ დაკავებული, რომ არ იცოდა, თუ რისთვის დააკავეს. მან მოსამართლეს ხელზე არსებული დაზიანებაც ანახა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, დაკავებისას მიიღო.

ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს და ამბობს, რომ არც მიმალვას არ აპირებს და ვერც ვერანაირად ვერ შეძლებს რაიმე სახის მტკიცებულების განადგურებას.

https://youtu.be/4LBOfCIOwgc

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე კენჭს ვაკის მეორე ოლქში იყრის
შემდეგი სტატიასოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა