“ბადაგონში” ფინანსური პოლიცია შევიდა

კომპანია “ბადაგონში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული. ოფისიდან, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოდის ყვირილისა და დაძაბული საურბის ხმა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ სასამართლო განჩინების საფუძველზე არიან კომპანიაში შესულები.

კომპანიის წარმომადგენლები კი აღნიშნულს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებენ და ამ ზეწოლის დეტალებზე ერთ საათში ბრიფინგზე ისაუბრებენ.

კომპანია “ბადაგონის” ოფისი თბილისში, თავისუფალზე მდებარე ბიზნესცენრშია განთავსებული.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტს აქვს გარკვეული პოლიტიკური მიზნები”- მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატიაპარლამენტის წევრებს პლანშეტები დაურიგეს