ბაჩუკი ქარდავა: ეპისტოლედან აშკარად იკვეთება ბრეჟნევისეული ეპოქის დამახასიათებელი უძრაობა

bachuki_kardava_58343“საკმაოდ გულმოდგინედ წავიკითხე ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც მან ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა თავი და შეაფასა მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე პერიოდი და ის, თუ რატომ უნდა იყოს კიდევ ხელისუფლებაში. ვცდილობდი, რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავი იმ ნაწილამდე, სადაც ამოვიკითხავდი თუ რა იქნებოდა ის ახალი პოლიტიკური შეთავაზება, ახალი სატყუარა ამომრჩევლისათვის, რითაც უნდა მოეპოვებინა ქართული ოცნებისთვის გამარჯვების ხმების საჭირო რაოდენობა.
მქონდა მოლოდინი, რომ ჭკვიანი მრჩევლების შემთხვევაში ეს შეიძლება ყოფილიყო კარგად შენიღბული და დამუშავებული დაპირება, რომელიც წარსული დაპირებების არშესრულების ფონზე დამაჯერებელი იქნებოდა. თუმცა ვიხილე გამაოგნებელი სურათი ტექსტის სრულად წაკითხვის შემდეგ – ექსპრემიერი, ქართულ ოცნებათან ერთად არ აპირებს განსაკუთრებული დაპირების გაცემას ამომრჩევლისთვის და უფრო მეტიც, ამ წერილიდან იკვეთება, რომ ქართულმა ოცნებამ არც კი იცის, რა შესთავაზოს საზოგადოებას, არ იცის რა უნდა აკეთოს ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, ერთადერთი პიარ ხრიკი, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილიდან იკითხება არის შანტაჟი ამომრჩევლის – თუ არა მე, მაშინ მობრუნდება ძველი. კიდევ ერთი რაც ეპისტოლედან აშკარად იკვეთება თავისუფალი, პროგრესზე და განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების ნაცვლად, ბრეჟნევისეული ეპოქის დამახასიათებელი უძრაობა, ანუ სტაგნაცია “-წერს “ეროვნული-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდძე.

banner
წინა სტატიაში(video) მმართველ გუნდს არ გააჩნია გამოცდილება, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს
შემდეგი სტატიაუკრაინაში საქართველოს ექს-კონსული მოითხოვს მისი ბინის და კაბინეტის ჩხრეკის ოქმების გამოქვეყნებას