ბაჩო ახალაია – გოგა არ იქნება ბოლო პოლიტპატიმარი საქართველოში

ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელი

სამწუხაროდ, გოგა არ იქნება ბოლო პოლიტპატიმარი საქართველოში, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

ახალაია მისი ყოფილი ადვოკატის, გოგა ონიანისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ეხმაურება და მას თანადგომას უცხადებს.

„ჩემი თანადგომა და მადლიერება გოგას. დღეს მას სჭირდება თანადგომა. სამწუხაროდ, გოგა არ იქნება ბოლო პოლიტპატიმარი საქართველოში“, – წერს ახალაია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ადვოკატ გიორგი ონიანს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგი ონიანს ბარალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. პროკურატურა მას ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს “ქართული ოცნების” ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის “დაო პრინტის” მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით ამავე სცენარით მოხდა ასევე “ქართული ოცნების” კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს დაკავებაც. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონოსძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი – მე-5 მოწვევის საკრებულო დავით ნარმანიას და მისი მთავრობის უპირობო ნოტარიული კანტორა იყო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი 7 ნოემბრის მოვლენებს „ფეისბუქზე“ ეხმაურება – „აღარასოდეს განმეორდება!“