ბაჩო ახალაია: გიგა ოთხოზორიას მკვლელს აუცილებლად მოუწევს პასუხისგება

ვიღაცამ ვიღაცას ხელსაყრელ ფასად მიჰყიდა თავდაცვის მინისტრის სავარძელი

თავდაცვის ყოფილი უფროსი ბაჩო ახალაია ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

“მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო გიგა ოთხოზორიას ცინიკურ მკვლელობას. უპირველეს ყოვლისა ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს. აქვე უნდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ გიგა ოთხოზორიას ეს ცინიკური მკვლელობა არ არის ერთადერთი უბედურება რაც დღეს აფხაზეთის მიწაზე ხდება. ბუნებრივია ამ ფაქტს განსაკუთრებული ცინიზმი ახლდა, შოკისმომგვრელია ის გარემოება, რომ ეს მკვლელობა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი მოქალაქეების თვალწინ მოხდა. სწორედ ცინიზმის ეს ფორმა და ქართული სახელმწიფოს სისუსტე გახდა დღეს საზოგადოების კრიტიკის საგანი, მაგრამ მინდა ყველამ ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ წლებში აფხაზეთში ასევე ადგილი აქვს ჩვენი მოქალაქეების მასიურ დევნას. არაერთი ადამიანი არის რეპრესირებული ოკუპანტი რეჟიმის მიერ მხოლოდ იმ საფუძველზე, რომ მათ ბრალი დაედოთ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში. სისტემური ხასიათი აქვს ასეთი ადამიანების ჩაგვრას და შევიწროებას, საქართველოს ხელისუფლებას კი ისინი მიტოვებული ყავს სრულიად უყურადღებოდ. სწორედ ასეთი დაუსჯელობის სინდრომისა და საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო ბედავენ დღეს ოკუპანტები ამ სახის ცინიკური და უმაწყალო დანაშაულის ჩადენას.
მაგრამ საბოლოოდ ერთი რამ მაინც მინდა ითქვას, მიუხედავად იმ სისუსტისა და უსინდისობისა, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება იჩენს, შეგვიძლია დავდოთ პირობა რომ როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელს, ასევე აფხაზეთის მიწაზე იმ ათეულობით ქართული ოჯახის ამწიოკებელს აუცილებლად მოუწევს პასუხისგება, რა დროც არ უნდა დაჭირდეს, სადაც არ უნდა აღმოჩდნენ ეს ჯალათები, ისინი აუცილებლად წარდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე, ვერცერთი მათგანი პასუხისმგებლობას ვერსად და ვერასდროს გაექცევა”,- წერს ბაჩო ახალაია.

ბაჩო ახალაიას განცხადებას მისი მეუღლე, ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის საბჭოს სხდომაზე ევა გოცირიძესა და ანა ნაცვლიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაკახა კუკავა: ხელისუფლებას დიდი დრო არ დარჩენია