ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

დიღმის ძმათა სასაფლაოზე ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული 9 მებრძოლი, სამი კი საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, გარდაცვლილთა ახლობლები და პოლიტიკოსები დაესწრნენ.

სოზარ სუბარის თქმით, სიმბოლურია, რომ გმირების დასაფლავება 9 აპრილს დაემთხვა. მინისტრის განცხადებით, 9 აპრილი იყო დღე, რომელმაც შემოატრიალა საქართველოს ბედი და დაუდო საფუძველი საქართველოს თავისუფლებას.

სოზარ სუბარმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, რომლებიც ცხედრების გადმოსვენებისა და იდენტიფიცირების პროცესში იყვნენ ჩართული.

სოზარ სუბარის განცხადებით, აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 208 ცხედრის იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიეროს თაყაძის გასათავისუფლებლად სახელმწიფო უწყებები უკვე მუშაობენ
შემდეგი სტატიაგაზეთ “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორმა ელისო კილაძემ პროკურატურაში ფარული ჩანაწერები მიიტანა