„აზოვის“ ეროვნული ბატალიონი უარყოფს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ უკრაინის დასავლეთ საზღვარზე გადაისროლეს, რათა ქვეყანაში მის დაბრუნებას ხელი შეუშალონ

„აზოვის“ ეროვნულმა ბატალიონმა უარყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ დანაყოფის ერთ-ერთი ნაწილი უკრაინის დასავლეთ საზღვარზე გადაისროლეს, რათა უკრაინაში დაბრუნებაში ხელი შეუშალონ.

„2017 წლის 5 სექტემბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „აზოვის“ პოლკის ნაწილი გამოყვანილი იყო ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან და გადასროლილი იყო უკრაინის დასავლეთ საზღვარზე, რათა სააკაშვილს ხელი შეუშალონ უკრაინაში მოხვდეს. ეს სიცრუეა. „აზოვის“ პოლკი არასოდეს ტოვებს ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აზოვი“ სააკაშვილისგან ამ ინფორმაციის უარყოფასა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება პროვოკაციებს ამზადებს და სამხედრო ტექნიკა გააგზავნა „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტისკენ, რომლის გავლითაც ის 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანიძე – „მგელი, მგელი მოდისო“ არ იყოს, ყოველ არჩევნებზე იძახიან, სააკაშვილი მოდისო
შემდეგი სტატიაზაჰესის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მეტი ტერიტორიაა დამწვარი