აზიური ფაროსანას არეალის დადგენის მიზნით, პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები დამონტაჟდა

აზიური ფაროსანას არეალის დადგენის მიზნით, პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები დამონტაჟდა აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, თბილსის მერიასთან შეთანხმებით, პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები (ფერომონები) უკვე დაამონტაჟეს.

როგორც ”თაიმერს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები დამონტაჟდა: ”ვაკის პარკი”; პარკი „მზიური“; “ვ.გოძიაშვილის სახ.პარკი”; “რიყის პარკი”; “ვეტერანთა, დასვენების და კულტურის პარკი (კიკვიძის პარკი)”; “დიღმის ტყე-პარკი”; “თბილისის ზღვის პარკი;” “დედა ენის პარკი”; “9 აპრილის პარკი”; “9 მარტის პარკი”; “ვერის პარკი”.

მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინსიტროსთან ერთად დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება სრულმასშტაბიანი მონიტროინგი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01).

banner
წინა სტატიაშიქუთაისში დღეს „მოწამეთობას“ აღნიშნავენ
შემდეგი სტატიაუკრაინული მედიის ცნობით, ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს