“აჟიოტაჟი” და “დეკვალიფიკაცია” – დოლიძე “გაზპრომთან” დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე

“გაზპრომთან” დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს “სპეციალურად ატეხილ აჟიოტაჟს” და “დეკვალიფიკაციას” უწოდებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე:

“როგორც პრემიერმა განაცხადა, შეიძლება ცოტა უკეთესი პირობები გვინდოდა, მაგრამ კომერციული მოლაპარაკებაა და სამწუხაროდ, ეს არის ის, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო არსებული რეალობის გათვალისწინებით. მე ვფიქრობ, საკმაოდ ბევრჯერ გაკეთდა ამგვარი კომენტარები და ამ აჟიოტაჟის საფუძველი ნამდვილად არ აქვს არავის”,- განაცხადა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილს ნიკა მელია 14:00 საათზე შეხვდება
შემდეგი სტატიადღეს გახდება ცნობილი, როდის გაიმართება გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი