აზერბაიჯანში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა

კასპიის ზღვაში კომპანია სოკარის კუთვნილ ნავთობპლატფორმაზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა.

გიუნეშლის ნავთობსაბადოზე მომხდარ ტრაგედიას ოფიციალური მონაცემებით ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. კიდევ 32 პირი მაშველებმა გადაარჩინეს. გამოძიების ვერსიით, ნავთობპლატფორმაზე ხანძრის გაჩენის მიზეზი შტორმის დროს გაზის მილის დაზიანება გახდა.

დაკარგულთა ძებნის ოპერაციაში მყვინთავებიც ჩაერთვებიან.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაოქროს პრომეთე – საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ’’მექელეხე’’ გახდა