აზერბაიჯანში 14 ოპოზიციონერი-აქტივისტი გაანთავისუფლეს

აზერბაიჯანში 14 ოპოზიციონერი-აქტივისტი გაანთავისუფლეს

17აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 14 ადამიანი შეიწყალა, რომელთაც უფლებადამცველებმა პოლიტპატიმრები უწოდეს.
შეწყალებულთა შორის არიან ეროვნული სახელმწიფოებრიობის პარტიის წევრი ჰემატ პანახლი, ბლოგერი ომარ მამადოვი, ჟურნალისტი პერვიზ ხაშიმლი, ახალგაზრდული მოძრაობა NIDA-ს წევრები და სხვები.
კარნეგის ფონდის უფროსმა თანამშრომელმა ტომ დე ვაალმა გათავისუფლებას “ნამდვილად პოზიტური ნაბიჯი” უწოდა ხელისუფლების მხრიდან.
“შესაძლებელია ეს ალიევის ვაშინგტონში ვიზიტის წინ გაკეთებული ჟესტი იყოს, სადაც პრეზიდენტი ალიევი ატომურ სამიტზე მიემგზავრება” – განაცხადა ვაალმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: რუსეთს სირიის კამპანია 33 მილიარდი რუბლი დაუჯდა
შემდეგი სტატიასასამართლომ ბერლუსკოვის შვილს 14 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა