აზერბაიჯანს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად საგარეო საკითხებში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანაშემწე, პროფესორი ნოვრუზ მამედოვი აირჩიეს.
აზერბაიჯანის პარლამენტის თავჯდომარე ოქტაი ასადოვის მხრიდან პრემიერმინისტრად წამოყენებულ მამედოვის კანდიდატურას 113-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მეორეს მხრივ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკვე ყოფილი პრემიერმინისტრი, არტურ რასიზადე მიიღო და 22 წლიანი მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა. აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ მთავრობის პირები თანამდებობას ტოვებენ.
აზერბაიჯანში 11 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ილჰამ ალიევმა ხმების 86,02%-ი მიღო.

banner
წინა სტატიაშიირანი, მეორე ენად რუსულის შემოღებას აპირებს
შემდეგი სტატიასარგსიანი: რეგიონის გეოპოლიტიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ პოსტს დავტოვებ