აზერბაიჯანმა საკუთარ დიპლომატზე ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამართალდამცავებმა ინტერპოლის მეშვეობით ძებნა გამოაცხადეს აზერბაიჯანის ყოფილ დიპლომატზე არიფ მამედოვზე.
არიფ მამედოვი, რომელიც 2000-2006 წწ. ევროკავშირში, ხოლო 2007-2012 წწ. სტრასბურგში ევროპის საბჭოში აზერბაიჯანის მუდმივი წარმომადგენელი იყო, თაღლითობაში და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი. მამედოვს, ჯერ კიდევ 2015 წელს, აზრბაიჯანის მართლმსაჯულებამ დაუსრწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა.


აღსანიშნავია, რომ მამედოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2015 წელს მან ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ბაქოს ბინაგადინის რაიონში მომხდარ დიდ ხანძართან დაკავშირებით დაადანაშაულა. ამ ხანძარს მაშინ 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ოპოზიციური აზერბაიჯანული მედია აცხადებს, უცხოელი დიპლომატები – მამედოვს, როგორც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ლიბერალური პოლიტიკური კურსის მხარდამჭერ ადამიანად ახასიათებდნენ.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძის ხმაურიანი ინტერვიუ შსს-ს მაღალჩინოსანთან (ვიდეო)
შემდეგი სტატიასომხეთში საქართველოსთან პრობლემებზე ალაპარაკდნენ