აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები შეწყვეტილია.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები გათავისუფლებული ტერიტორიების გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებენ.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
შეთანხმება ძალაში 12:00 საათიდან შევიდა.
შეგახსნებეთ, რომ რეგიონში სიტუაცია 2 აპრილის ღამეს უკიდურესად გამწვავდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის, ნაღმმტყორცნებისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაბომბა.
აზერბაიჯანის სამხედრო უწყების ცნობით, შეიარაღებული თავდასხმა, ასევე დასახლებული პუნქტების გვერდით ხდებოდა, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, შესაბამისი ზომებისთვის მიემართათ.
რაც შეეხება სომხურ მხარეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საპირისპირო ბრალოდებებს უყენებს აზერბაიჯანულ მხარეს. მათი თქმით, სარაკეტო დარტყმები არა მხოლოდ სამხედროების პოზიციების მიმართულებით, არამედ დასახლებულ პუნქტებზეც ხდებოდა.
კონფლიქტის შედეგად დაღუპულია როგორც სამხედრო, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები.
banner
წინა სტატიაში“როგორც არ არის უცდომელი მთავარობა, ასევე არ არის უცდომელი სახალხო დამცველი”
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – საქართველო არის შესაძლებლობა ნატო-სთვის